Nissan წარმოების გაჩერების გამო 3 ათას თანამშრომელს დაითხოვს

კომპანიამ ქარხნები მარტის დასაწყისში დახურა

კომპანია Nissan–ს სხვა გზა აღარ აქვს და თანამშრომელთა შემცირებას იწყებს. კორონავირუსის პანდემიის გამო საწარმო საჭირო დეტალებს ვეღარ იღებდა, ამიტომ კონვეიერები გააჩერა.

უფრო ზუსტად კი ბარსელონაში მდებარე ქარხანა 13 მარტიდან დაიხურა, მალევე გაჩერდა ბრიტანული საწარმოც. Nissan–მა ესპანეთში გასულ წელს სულ 65 ათასი მანქანა ააწყო, დიდ ბრიტანეთში კი 346 ათასი.

პრობლემები ბრენდს ჯერ კიდევ თებერვლიდან დაეწყო, როცა ჩინეთიდან საჭირო დეტალების ტრანსპორტირება ვეღარ ხერხდებოდა. მათ შორის იყო სამუხრუჭე სისტემის ნაწილები და კლიმატ–კონტროლის გადამცემები, რის გარეშეც ბუნებრივია, წარმოება ვერ გაგრძელდებოდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას გარდა ესპანური და ბრიტანული საწარმოებისა, ქარხნები ასევე რუსეთში, იაპონიაში, შტატებში, მალაიზიასა და მექსიკაშიც აქვს და ისინი ნაწილობრივ ფუნქციონირებენ.

ტეგები: Nissan

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05