LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოვაკ ჯოკოვიჩის გადაწყვეტილება

94
117596720-340086333816414-8692711297695235310-n

ხანგრძლივი ფიქრი შემდეგ ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაწყვეტილება მიიღო – მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამერიკის ღია პირველობაზე და ცინცინატის მასტერსზე ითამაშებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სერბმა ჩოგბურთელმა ფანებს „ტვიტერის“ საშუალებით ამცნო.

ჯოკოვიჩის თქმით, გადაწყვეტილება საკმაოდ რთულად მიიღო, თუმცა მიაჩნია, რომ უმჯობესია ამ ტურნირებზე ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ ნოვაკმა უკვე გადაიტანა კორონავირუსი.

უკვე ცნობილია ისიც, რომ ამერიკის ღია პირველობას ბევრი წამყვანი მოთამაშე გამოაკლდება, მათ შორის ჯოკოვიჩის უშუალო კონკურენტები – რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, ასევე ქალთა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ბიანკა ანდრეესკუ.

ცინცინატის მასტერსი 22 აგვისტოს დაიწყება, ამერიკის ღია პირველობა  კი 31 აგვისტოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები