LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ასასრულებლად გვიანი არასდროსაა – ავტომექანიკოსი 51 წლის ასაკში ექიმი გახდა

41
Capture

აშშ-ში ავტომექანიკოსმა და ავტო ნაწილების მაღაზიის მფლობელმა ბავშვობის ოცნება აისრულა და 51 წლის ასაკში ექიმი გახდა. Fox News-ის ინფორმაციით, მამაკაცი სასწრაფო დახმარებაში დასაქმდა.

კარლ ალამბის ოჯახი აღმოსავლეთ კლივლენდში 1970-იანი წლების დასაწყისში გადაბარგდა, რადგან ეს იყო ერთადერთი ადგილი სადაც მისმა მშობლებმა ბინის შეძენა შეძლეს. მამა კონსულტანტად მუშაობდა, დედა კი დიასახლისი იყო. კარლის გარდა ოჯახში კიდევ 4 ბავშვი იზრდებოდა.

„სანამ ვიზრდებოდი, მუდმივად ეკონომიკური პრობლემები გვქონდა, – იხსენებს ალამბი, – თითქმის მთელი ჩემი ბავშვობა სოციალურად დაუცველები ვიყავით“. ოჯახს გაზისა და შუქის გარეშე კვირაობით უწევდათ ცხოვრება.

ბავშვობაში კარლი ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა მუდმივი გასაჭირის გამო სწავლისთვის ვერ იცლიდა.

ახალგაზრდა კარლმა ავტოსერვისში დაიწყო მუშაობა, 19 ასაკში კი თავისი პირველი მაღაზია გახსნა. 34 წლისამ კოლეჯში ჩააბარა და თავისი ბავშვობის ოცნებაც მაშინ გაიხსენა.

ამის შემდეგ მან უნივერსიტეტისთვის დაიწყო მზადება და საავადმყოფოში მოხალისეც გახდა. ამ დროისთვის კაცს უკვე ჰყავდა მეუღლე და 4 შვილი ამიტომ რამდენიმე როლის ერთმანეთთან შეთავსება უწევდა.

2019 წელს კარლმა სამედიცინო სკოლა დაასრულა, 2022 წელს კი – ორდინატურა. ამჟამად ის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ექიმია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები