LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოჯახი GPS ნავიგატორს ენდო და ორი დღე უდაბნოში წყლისა და საკვების გარეშე ჩარჩა

49
უდაბნო

GPS ნავიგაციის სისტემამ ბევრი მძღოლის ცხოვრება გაამარტივა. ქაღალდზე დაბეჭდილი ათობით რუკის ნაცვლად სმარტფონში საჭირო კოორდინატების ჩაწერაც საკმარისია, რაც ძალიან დიდი კომფორტია. თუმცა, ხარვეზი ყველა ტექნოლოგიას აქვს და ზუსტად ასე დაემართა ავსტრალიელ ოჯახს, რომელიც ნავიგატორს ენდო და ერთი ქალაქიდან მეორეში მისვლა მისი დახმარებით სცადა. შედეგად მოგზაურები უდაბნოს შუაგულში აღმოჩნდნენ.

ჩვეულებრივი რიგითი მოგზაურობა გადარჩენისთვის ბრძოლად გადაიქცა. როდესაც ოჯახი დანიშნულების ადგილას არა და არ გამოჩნდა, პოლიციამ სამაშველო ოპერაცია დაიწყო. დაკარგულების მოსაძებნად მოხალისეები და სპეციალური დანაყოფი გაგზავნეს.  ერთი დღე-ღამის შემდეგ სამძებრო ვერტმფრენმა კროსოვერი უახლოესი მაგისტრალიდან 50 კილომეტრის დაშორებით აღმოაჩინა.

მოგზაურებმა უდაბნოში მთლიანობაში 2 დღე-ღამე გაატარეს და მაშველებმა ისინი პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები