პირველი პაემნის შესახებ ძალიან ბევრი ფილმია გადაღებული, მილიონი ხუმრობაა მოფიქრებული, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც ძალიან უხერხულ მოვლენად რჩება.

შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ, ადამიანს როგორც კარგ შენაძენს ისე აღვიქვამთ, ჩვენც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გამოვჩნდეთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ, თითქოს არა პაემანზე არამედ სილამაზის კონკურსზე ვიყოთ. არადა, ასეთი მიდგომა ძირეულად ეწინააღმდეგება იმას, თუ რატომაც დავდივართ პაემნებზე. საკუთარი თავის იდეალური ვერსიის შეთავაზებით, ვქმნით ილუზიას, რომელიც ადრე თუ გვიან კრახით დასრულდება.

არადა არსებობს პაემნის „ფრანგული მიდგომა“, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. ფრანგებს საკმაოდ არაფორმალური პაემნები აქვთ – ეს შესაძლოა იყოს გასეირნება პარკში ან წვეულება საერთო მეგობრებთან. საქმე ისაა, რომ როცა ორივე „გასაუბრებაზე“ ხართ, ადამიანზე არასწორი შთაბეჭდილება იქმნება, გასეირნების დროს კი ჩვეულებრივი ცხოვრების ნაწილი ხდებით და ეს მეტ თავდაჯერებულობასაც იწვევს.

მსგავსი მიდგომისას რამდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ:

• პაემანი უკეთ ჩაივლის, თუკი შეხვედრამდე კომუნიკაციას მოასწრებთ. ეს შესაძლოა იყოს მიმოწერა სოციალურ ქსელებში, კორპორატივი სამსახურში ანდაც საერთო სპორტული დარბაზი.
• არ შეხედოთ პაემანს ისე როგორც დაკითხვას. კითხვები შემოსავლის ანდაც წინა ურთიერთობების შესახებ – ძალიან ცუდი იდეაა.
• არ მოაჩვენოთ თავი სხვა ადამიანად, რადგან გულწრფელობა ძალიან მიმზიდველია.
• შეეცადეთ მიუდგეთ პაემანს ისე, როგორც ერთ თავგადასავალს მომავალზე ფიქრის გარეშე, სხვა თუ არაფერი ახალ გამოცდილებას მაინც მიიღებთ.

პირველი პაემანი წარმატებული იქნება ან არც ისე, თუმცა ჩვენს ხელშია შესაძლებლობა, რომ ასეთი მომენტები შედარებით მსუბუქი და ნაკლებად დაძაბული გავხადოთ. Ad desktop banner Ad mobile banner

კატეგორიები: რჩევები რჩევები

მსგავსი თემები