LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დრო მძღოლებმა ათობით საათი დაზოგეს

80
b9500f4de4521fcd868e9456fd467e17b91b97c6

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ გზებზე საცობების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ანუ მძღოლებს ავტომობილში ბევრად ნაკლები დროის გატარება უწევდათ.

შეზღუდვების შემოღებამ გავლენა მსოფლიოს ყველა ქალაქზე მოახდინა. ბრიტანულმა კომპანია Vanarama–მ ჩაატარა კვლევა რათა დაედგინა თუ რამდენი დრო დაზოგეს მძღოლებმა კარანტინის დროს. კვლევა ძირითადად ყველაზე დიდ და გადატვირთულ ქალაქებს შეეხო და აღმოჩნდა რომ ყველაზე მეტი დრო ინდოელმა მძღოლებმა დაზოგეს. თუკი მარტიდან ივლისამდე პერიოდს გადავხედავთ, ქალაქ ნიუ–დელის მოსახლეობამ 79 საათი ანუ ფაქტობრივად 3 დღე დაზოგა.

პარიზში მძღოლებს გზებზე 69 საათით ნაკლები დროის გატარება მოუხდათ, მესამე ადგილს სან–პაულო და დაზოგილი 63 საათი იკავებს. ნიუ–იორკელებს პანდემიის დამსახურებით თავისუფალი 58 საათი აღმოაჩნდათ, ლოს–ანჯელესელმა მძღოლებმა კი საცობში მთელი 43 საათით ნაკლები გაატარეს.

გზებზე ავტომობილთა სიმცირემ დიდი გავლენა იქონია ჰაერის მდგომარეობაზეც და ყველაზე მეტად ეს ისეთ ქალაქებს შეეხო როგორიცაა: ნიუ–დელი, სან–პაულო, პეკინი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები