კლასიკური ავტომობილების გამოფენაზე Retromobile, რომელსაც პარიზი მასპინძლობს, 50-იანი წლები ყველაზე დიდი სატვირთო Berliet T100 გამოჩნდა. 1957 წლიდან სულ 4 მსგავსი ეგზემპლარი აიწყო და დღესდღეობით მხოლოდ 2 მოდელია შემორჩენილი.

უნიკალური Berliet T100 30 წლის განმავლობაში კერძო კოლექციაში ინახებოდა, მოგვიანებით კი მუზეუმში გადაინაცვლა. სატვირთო პარიზის ავტოსალონზე დიდი პატივით მიაბრძანეს და მისთვის ცალკე პავილიონის შექმნაც კი გადაწყდა.

Berliet-ს თავის დროზე საჰარის უდაბნოში ნავთობის მოპოვების დროს იყენებდნენ, მოგვიანებით კი ავტომობილი საფრანგეთში დააბრუნეს.

მოდელი 30 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი Cummins V12-ითაა აღჭურვილი და მისი სიმძლავრე 700 ცხენის ძალას შეადგენს. სატვირთოს სიგრძე 13,4 მეტრი, სიგანე – 5,5 მეტრი, სიმაღლე -4,5 მეტრი, მასა კი 200 ტონაა.

 

მსგავსი თემები