LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქალი, ფული კრიტიკის ნაცვლად და პრეზენტაცია ტყეში – ამბები მოკლედ

97
rueac5c50df04

„ატლეტიკოს“ სურს ერიქსენი გაიფორმოს თუ ხამესთან დაკავშირებით არაფერი გამოუვა.

ლილიამ ტიურამის ვაჟი მარკუსი გლადბახის „ბორუსიაში“ გადადის 13 მლნ ევროდ.

„სამპდორიამ“ საგარეო ფორმა ტყეში წარადგინა.

ინგლისის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელებს სოლ კემპბელს და სტენ კოლიმორს ფულის სანაცლოდ შეთავაზეს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაეკრიტიკებინათ.

„მანჩესტერმა“ და „ატლეტიკომ“ დემირალის თაობაზე „იუვეს“ მიმართეს.

იურგენ კლოპი: „პრემიერლიგა ყოველთვის იქნება ჩვენი მთავარი მიზანი“.

„მეხელენი“ ევროპა ლიგას ჩამოაშორეს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო.

„მილანი“ მზადაა ანდრე სილვა და კუტრონე გაყიდოს, რათა ანხელ კორეა გადმოიყვანოს.

„ბოკა ხუნიორსმა“ 7 მილიონად „ბენფიკასგან“ სალვიო იყიდა.

„ხეტაფემ“ „ბარსელონადან“ კუკურელიუ იჯარით წაიყვანა გამოსყიდვის ოფციით.

შვედი კოსოვარე ასლანი პირველი ტრანსფერია „რეალის“ ქალთა გუნდის ისტორიაში.

„იუვენტუსი“ მზადაა კანსელო, მატიუდი და დუგლას კოშტა დათმოს პოგბას სანაცვლოდ.

მატიის დე ლიგტი ბოლოს და ბოლოს გადავიდა „იუვენტუსში“: „მინდა ვისწავლო რონალდოსგან, ბუფონისგან და კიელინისგან“.

„ინტერმა“ შესაძლოა კავანი იყიდოს, თუ ლუკაკუს ვერ გადაიბირებს.

„ატლეტიკომ“ 100 მლნ ევროდ გაყიდა ორი ნაკვეთი, რომელზეც „ვისენტე კალდერონი“ იდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები