LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიტიკოსს სურს დასაჯოს ადამიანები, ვინც კომუნიკაციას ყოველგვარი მიზეზის გარეშე წყვეტს

48
Screenshot 2022-08-04 160211

ფილიპინების პარლამენტის წევრმა არნოლფო ტევეს-უმცროსმა კოლეგებს ე.წ. Ghosting-ის აკრძალვა შესთავაზა. Ghosting ონლაინ კომუნიკაციის მოულოდნელად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაწყვეტაა. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington post ავრცელებს.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ასეთი ქცევა ემოციური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით მოსაუბრესთან კონტაქტის გაწყვეტა ძალიან მარტივია და მის გრძნობებზე ფიქრიც არაა საჭირო. ამ პრაქტიკას არნოლფო სასტიკ ბრძოლას გამოუცხადებს.

პოლიტიკოსმა კანონპროექტიც შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც „ასეთი ქცევა აუცილებლად უნდა დაისაჯოს“. თუ როგორი უნდა იყოს სასჯელი კონტაქტზე უარის თქმისთვის, ამას ტევეს-უმცროსი არ აზუსტებს.

ტერმინი Ghosting პოპულარული 2010-წლებში, სოციალური ქსელების პოპულარობის ზრდასთან ერთად გახდა. „გოსთინგის“ დროს ერთი მოსაუბრე მეორეს ბლოკავს და მისი მხრიდან კონტაქტზე გამოსვლის ყველა მცდელობას აიგნორებს. უფრო ხშირად ასეთი ქცევა ახალი ნაცნობებისთვისაა დამახასიათებელი, მათთვის ვისაც ჯერ მყარი ურთიერთობა არ აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები