კატოვიცეში (პოლონეთში) გამოჩნდა ახალი დასასვენებელი სივრცე, სადაც მთელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკამები ძველი ტანსაცმლისგანაა დამზადებული. ერთი შეხედვით ავეჯი ვიზუალურად ხისას ჰგავს, არადა სინამდვილეში 95%-ით გადამუშავებული ტექსტილისგან შედგება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Waste management world ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ინოვაციური ავეჯი ნესტსა და დაბალ ტემპერატურას მშვენივრად უძლებს. ის არ იწოვს წყალს და არც ობი არ უჩნდება.

ექსპერიმენტებს ატარებენ სხვა ევროპული ქალაქებიც, ცდილობენ ქუჩის ინფრასტრუქტურა ეკოლოგიური მასალისგან დაამზადონ. მაგალითად ესპანეთში სკამებს პლასტმასის ბოთლებისგან აკეთებენ, ბელგიაში კი ეკო-ბეტონს იყენებენ.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები