Sotheby’s აუქციონის სახლმა გასაყიდად სპორტქარი Type 64 გამოიტანა და აღწერილობაში ის „პორშეს“ სულ პირველ ავტომობილად შერაცხა. ამ განცხადებას ბრენდის მხრიდან ცუდი რეაქცია მოყვა. საქმე ისაა, რომ ფერდინანდ პორშემ აღნიშნული ავტომობილი Volkswagen-ის დაკვეთით 1939 წელს შექმნა, ბრენდი Porsche კი მოგვიანებით, 1948 წელს ჩამოყალიბდა.

ავტომობილი თავის დროზე მარათონისთვის აიგო და მას ბერლინი-რომის მარშრუტი უნდა დაეფარა. თუმცა, ომის დაწყების გამო ღონისძიება ვეღარ შედგა.

მთლიანობაში Type 64-ის 3 ეგზემპლარი აიგო და ერთ-ერთ მათგანს ფერდინანდ პორშეს ოჯახი ფლობდა. 1946 წელს გერმანელმა კონსტრუქტორმა ავტომობილზე თავისი გვარის ემბლემა თავად დაამაგრა, რითაც ხაზი მის უნიკალურობას გაუსვა. სწორედ ეს ავტომობილი გაიყიდება აუქციონზე და მისი საწყისი ღირებულება 20 მილიონი დოლარი იქნება.

ტეგები: Porsche

მსგავსი თემები