LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფესიული გადაწვა: სიმპტომები, მიზეზები და ფსიქოლოგის რეკომენდაცია

124
bc4d13f3fba92f3db808d341a7aa933d

სამსახურში გადაწვის თემა ჩვენს დღევანდელობაში ძალიან აქტუალურია. პრობლემა მაღალი კონკურენციით, გავრცელებული უმუშევრობით და შრომის ბაზარზე შექმნილი რთული სიტუაციითა გამოწვეული. დასაქმებული ადამიანების უმრავლესობისთვის ეს სიმპტომები (სხვადასხვა სირთულით) ალბათ ძალიან კარგადაა ცნობილი.

პროფესიული გადაწვის სიმპტომები:

• ემოციური და ფიზიკური გამოფიტვა, ქრონიკული დაღლილობა;
• სისუსტე, დაბალი იმუნიტეტი, ხშირი ავადმყოფობა;
• ჰიპერტონია, არითმია;
• გაუარესებული მხედველობა, სმენა, გემოს რეცეპტორები;
• ძილის დარღვევა, მადის მომატება/კლება;
• აგრესიულობა, ემოციურობა, ფსიქოპატია;
• განწყობის გაფუჭება და ნეგატიური ფიქრები;
• დაბალი პროდუქტიულობა;
• პროფესიული წინსვლა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება.

გადაწვის მიზეზები:
იმისათვის, რომ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობამდე მიიყვანოთ, საკმაოდ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ: გაორმაგებული სამუშაო გრაფიკი, საკუთარ თავზე ზედმეტი მოვალეობების აღება და იმაზე მეტის კეთება ვიდრე თქვენგან ითხოვენ. ამ დროს ორი მთავარი კითხვა ჩნდება:
• რომელ შინაგან სიცარიელეს ივსებთ სამსახურით?
• ვის და რას უმტკიცებთ?

რეკომენდაცია ემოციური გადაწვის პროფილაქტიკისთვის
1. სრულყოფილი ძილი.
2. შესვენებები სამუშაო დღის განმავლობაში – გასეირნება, ჯანსაღად წახემსება.
3. კარგი ურთიერთობა სამსახურში კოლეგებთან – ეს კომფორტის ზონაში ყოფნის საშუალებას მოგცემთ.
4. საკუთარ თავსა და საზღვრებზე ზრუნვა.
5. ჰობი, რომელიც სამსახურისგან დასვენების საშუალებას მოგცემთ.
6. კონტაქტი მეგობრებთან, საზოგადოებრივი საქმიანობა, მოხალისეობა.
7. ფიზიკური აქტივობა, სპორტი.
8. საკუთარი ჯანმრთელობისთვის დიდი ყურადღების მიქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები