LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა მთვრალ ქმარს კუბო უყიდა

31
კუბო

შოტლანდიის მკვიდრმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერდა რომ ყიდის სასახლეს რომელიც ქმრისთვის ჰქონდა მომზადებული, ქმარი კი „არა და არ მოკვდა“. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Record ავრცელებს.

მარგარეტ სტეიბლზმა სასახლის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ფოტოს წარწერაც ახლდა – „ გავაჩუქებ სრულიად ახალ კუბოს. ის ქმრისთვის ვიყიდე, თუმცა ის იმაზე მეტი ხანია ცოცხლობს, ვიდრე ველოდი და ვიმედოვნებდი. სასახლე აღარ მჭირდება, ის სახლში ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს.“ ქალმა ისიც დააზუსტა, რომ კუბოს ბალიშს არ გააჩუქებდა, რადგან ის ძაღლმა დასვარა.

სტეიბლზმა Daily Record-ს უთხრა, რომ სასახლე მას შემდეგ შეუკვეთა რაც ქმარმა ზედმეტი დალია და ამით ძალიან გააღიზიანა. ქალი ქმარს გაეხუმრა და თან აჩვენა, რომ არ მოსწონდა როცა ის სვამდა.

აღსანიშნავია, რომ გასაჩუქებელი კუბოს იდეა ბევრ ადამიანს მოეწონა. ზოგიერთმა მისი ქმრისთვის წაღება გადაწყვიტა, იყვნენ ისეთებიც ვისაც სასახლის დედამთილისთვის ჩუქება სურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები