LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ორივე ქალიშვილი თავის დაბადების დღეზე გააჩინა

29
Capture

ბრიტანეთის მკვიდრმა ქალიშვილები თავის დაბადების დღეზე გააჩინა, თანაც გოგონებს შორის ასაკობრივი სხვაობა 11 წელია. ინფორმაციას ამის შესახებ Metro ავრცელებს.

34 წლის მარი ბარტონი 1988 წლის 20 სექტემბერს დაიბადა. 2011 წლის 20 სექტემბერს მან პირველი ქალიშვილი, ლოლა გააჩინა. 11 წლის შემდეგ მარიმ მეორე ქალიშვილი კადი გააჩინა. გოგონა წესით ოქტომბერში უნდა დაბადებულიყო, თუმცა იჩქარა და უფრო ადრე მოევლინა ქვეყანას.

ქალის ქმარი ჯო ხუმრობს, რომ ლატარიაში მოუწევს ფულის მოგება, რათა დაბადების დღისთვის საჩუქარი ცოლსაც აჩუქოს და ქალიშვილებსაც. ლოლასა და კადის გარდა წყვილს კიდევ ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები