მოდელმა კრის გალერამ საკუთარ თავზე ამ წლის სექტემბერში იქორწინა, თუმცა ეს კავშირი ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა.

გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით, 33 წლის ბრაზილიელი მოდელი შეყვარებულია და ასეთი გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გამო მიიღო.

წარსულში ლამაზმანს იმედი არაერთმა მამაკაცმა გაუცრუა და ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავზე უკეთესს ვეღარავის იპოვიდა.

უჩვეულო ქორწინებამ მხოლოდ 3 თვე გასტანა, კრისი „განსაკუთრებულ ადამიანს“ შეხვდა, შეუყვარდა და სურს, რომ ცხოვრება მას დაუკავშიროს.

„ჩემს ქორწინებაში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი. თუმცა, როცა იმ ერთადერთს შევხვდი, სიყვარულის ისევ ვირწმუნე“.

კატეგორიები: ამბები

მსგავსი თემები