ქართულ სარაგბო თემში კვლავ არეული სიტუაციაა. რაგბის კავშირი 10 თვეა მმართველის გარეშეა დარჩენილი. 2020 წლის 30 დეკემბრის საარჩევნო ყრილობის შედეგები, რომლის თანახმადაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გახდა, საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. მიზეზად კი, პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის ბაჩო ხურციძის საჩივარი გახდა, რომელშიც ხურციძე არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრობს. მისი თქმით, გადადებული არჩევნების ჩატარების თარიღები დაირღვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრი საბოლოო გადაწყვეტილებას 4 თებერვალს მიიღებს, მანამდე კი, რაგბის კავშირის მოქმედმა გამგეობამ 24 თებერვალს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩანიშნა.

 

ქართულ რაგბს ახალი თავკაცი ჰყავს

 

შეგახსენებთ, 30 დეკემბერს გამართულ არჩევნებზე, 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს.
მესამე კანდიდატმა ბაჩო ხურციძემ კი 0 ხმა აიღო. მან მაშინვე განაცხადა, რომ არჩევნები არალეგიტიმური იყო და შედეგების გასაჩივრებას აპირებდა.

კატეგორიები: გოლი სპორტი

მსგავსი თემები