LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქორწინება ყველასთვის არ არის – არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ

71
Capture

თუკი დაქორწინებული არ ხართ, ალბათ დიდ ზეწოლას გრძნობთ ოჯახისგან, მეგობრებისგან თუ უბრალოდ კულტურაში დამკვიდრებული ტრადიციებისგან. შესაძლოა ერთ დღესაც დაქორწინდეთ კიდეც, ანდაც უბრალოდ ამ იდეის წინააღმდეგი იყოთ. ორივე შემთხვევაში ფაქტი ერთია, ოჯახის შექმნის დაძალება სასიამოვნო არავისთვისაა.
იმ შემთხვევაში თუკი მარტოობა მოგწონთ, თქვენს გადაწყვეტილებაში ბოლომდე უნდა იყოთ დარწმუნებული.

იყავი მართალი შენს თავთან

თქვენი გადაწყვეტილება დროებითია თუ სამუდამო, ისე უნდა მოიქცეთ როგორც თქვენი ბედნიერებისთვისაა უმჯობესი. საკუთარი სურვილების შეცნობა მარტივი პროცესი არ არის, თუმცა ეს ამად ნამდვილად ღირს.

მეტი დრო გაქვს ოჯახისა და მეგობრებისთვის

პარტნიორის არ ყოლის შემთხვევაში, სხვა ურთიერთობებისთვის მეტი დრო გრჩებათ. თუმცა, მნიშვნელობა არ აქვს რა სახის ურთიერთობა იქნება ეს, მთავარია გამოცდილების გაზიარება, ცუდი თუ კარგი მომენტების ერთად გადატანა ისწავლოთ.

ცხოვრება ნაკლები პასუხისმგებლობით

ოჯახი და მეგობრები დიდ ყურადღებას მოითხოვენ, თუმცა პარტნიორის გარეშე მაინც ნაკლები პასუხისმგებლობა გექნებათ, ნაკლებად შეგაწუხებთ მოვალეობებიც.

მეტი დრო საქმისთვის, ჰობისთვის და ინტერესებისთვის

პირად ურთიერთობას ძალიან ბევრი დრო სჭირდება, მისი არ ქონა კი საკუთარი თავისთვის მეტი დროის დათმობას ნიშნავს. მარტოობა არც თუ ისე ცუდია და სოციალური საჭიროებებისთვის მეტი ყურადღების მიქცევა შეგიძლიათ.

პიროვნული განვითარება

შესაძლოა ეს პერიოდი დროებითი იყოს და ის პიროვნული ზრდისთვის უნდა გამოიყენოთ, მოემზადოთ სამომავლო ჯანსაღი ურთიერთობებისთვის.
ასეა თუ ისე თქვენი მთავარი მოტივაცია თქვენვე უნდა გახდეთ და ზუსტად ისე მოიქცეთ, როგორც თქვენთვის აჯობებს. არ არის საჭირო სხვებს აუხსნა შენი მარტოობის მიზეზი, ისევე როგორც პარტნიორის ყოლის გადაწყვეტილება. შესაძლოა დარჩეთ მარტო, რადგან თავისუფლება ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ, ანდაც დაქორწინდეთ, და თქვენი ცხოვრების საყვარელი ადამიანისთვის გაზიარებით დატკბეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები