LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის ღრმა ძილი, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და როგორ მივიღოთ მეტი – სპეციალისტის რჩევა

446
35435435

საწოლებისა და მატრასების გაყიდვით დაკავებული კომპანიის დირექტორმა ღრმა ძილსა და მისი მიღების საშუალებებზე ისაუბრა.
სტივ ადამსი აზუსტებს, რომ ძილი ნელ და სწრაფ ფაზებად იყოფა. ღრმა ძილი როგორც წესი, ნელი ძილის ბოლო, მესამე სტადიაზე დგება. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ დროს ხდება ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი პროცესები: რეგენერაცია და უჯრედების ზრდა, საჭირო ჰორმონების გამომუშავება, ისეთის როგორიცაა ზრდის ჰორმონი და ტესტოსტერონი. თავის ტვინი „გადაიტვირთება“ და მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. გარდა ამისა, ასეთ დროს ინფორმაცია ხანმოკლე მეხსიერებიდან ხანგრძლივში გადადის.

ადამსმა დაამატა, რომ 8-საათიანი ძილის დროს ღრმა ძილზე საშუალოდ 2 საათი მოდის. თუმცა, ორგანიზმს მოთხოვნის შესაბამისად მისი რაოდენობის დარეგულირება შეუძლია. იმისათვის, რომ ღრმა ძილში საკმარისი დრო გაატაროთ, სპეციალისტი ყველას ურჩევს რომ დაწოლის წინ დამამშვიდებელი თბილი აბაზანა მიიღონ. მნიშვნელოვანია ასევე ერთსა და იმავე დროს დაწოლა და ადგომა, როგორც სამუშაო ისე უქმე დღეებში.

• უარი თქვით ალკოჰოლზე.
• არ მიირთვათ ყავა ძილის წინ.
• გადადეთ გაჯეტები.
• დარწმუნდით, რომ ოთახში საკმარისად ბნელა.
• დაწექით ზურგზე, ფეხები კედელს მიაყრდენით და 10-15 წუთი ღრმად ისუნთქეთ.
• გარდა ამისა, შეგიძლიათ ძილის წინ ბალახეულის დამამშვიდებელი ჩაი მიირთვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები