LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჭირს ჩაკვეტაძეს?

171
33d683c647e61be5064f39431526e749

გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში დაბრუნდა, მაგრამ… ტრავმა მიიღო?
ქართველის „გენტი“ „ანდერლეხტს“ დაუზავდა 0:0.

ერთ-ერთ ეპიზოდში გიორგიმ მუხლი იტკინა, თუმცა თამაში მაინც გააგრძელა და მოგვიანებით შეცვალეს. ჩაკვეტაძის შესახებ თამაშის შემდეგ „გენტის“ მწვრთნელმა იეს თორუპმა ისაუბრა.

„გიორგი სეზონის ბოლომდე შეხვეული მუხლით ითამაშებს, ეს უფრო ფსიქოლოგიური საკითხია, ასე უფრო ძლიერი იქნება მენტალურად.
მან ორთაბრძოლისას მუხლში ტკივილი იგრძნო, მაგრამ მთავარია, რომ მეორე ტაიმში თამაში გააგრძელა. მატჩის შემდეგ მუხლზე ყინული დავადეთ და ახლა სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ მოლოდინი დადებითია“, – თქვა თორუპმა.

 

voetbalnieuws.be
„ჩაკვეტაძეს პრობლემა შეექმნა, თუმცა ეს წინა ტრავმის რეციდივს ნაკლებად ჰგავს.
დეკემბერში მიღებული ტრავმის შემდეგ გიორგის,
პირველ რიგში, ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

 

Het nieuwsblad
„როდესაც გიორგის სამედიცინო პერსონალის დახმარება დასჭირდა, პანიკა ატყდა, მაგრამ საგანგაშო არაფერია და თავის დაზღვევის გამო შეცვალეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები