LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ჭირს მესის? გულშემატკივრებს ურონალდოობის გამო ფულს დაუბრუნებენ – ამბები მოკლედ

65
mini-2020-02-02-FCBvsLEVANTE-12

The Telegraph: პოჩეტინო „ატლეტიკოს“ ჩაუდგება სათავეში, თუ სიმეონე ზაფხულში წავა.

„ატლეტიკომ“ მოლაპარაკებები დაიწყო რაკიტიჩთან (El Larguero).

ESPN: მესი ბოლო მატჩებს ტრავმით თამაშობს. მას ბარძაყი აწუხებს.

პრიმერას ტვიტერმა ანსუ ფატის დუბლი მიულოცა და… სემედუს ფოტო დაადო.

„ბარსელონამ“ გაიფორმა რამოსი – „ბოკა ხუნიორსის“ ცენტრალური მცველი.

Daily Mail: „სიტის“ ფეხბურთელებმა გვარდიოლას თხოვეს უფრო იშვიათად მოახდინოს შემადგენლობის როტაცია.

კარლ-ჰაინც რუმენიგე: „გვარდიოლას იდეა ქონდა ნოიერი ნახევარდაცვაში დაეყენებინა“.

„ლესტერის“ ფორვარდის ჯეიმი ვარდის აკადემიამ დროებით შეწყვიტა მუშაობა ინვესტორთა არარსებობის გამო.

„ლივერპულმა“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა გამოიყვანა ინგლისის თასის მატჩში და „შრიუსბერის“ 1:0 მოუგო. სტადიონზე კლოპიც კი არ ყოფილა.

პიონტეკმა პირველი გოლი გაიტანა „ჰერტაში“. მან „შალკეს“ კარი აიღი გერმანიის თასის შეხვედრაში.

მბაპემ ტუხელს ბოდიში არ მოუხადა, მაგრამ აღიარა, რომ ზედმეტი მოუვიდა.

„ტორინომ“ გააგდო მაძარი და დანიშნა მორენო ლონგო, რომელიც „ტორინოს“ ასაკობრივ გუნდებს ავარჯიშებდა. კლუბმა ბოლო 4 მატჩი 3:17 წააგო.

ორ კორეელ ფანს 313 დოლარს გადაუხდიან იმის გამო, რომ სეულში გამართულ ზაფხულშის მატჩში „იუვენტუსის“ შემადგენლობაში რონალდოს არ უთამაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები