უეფამ 2019/20 წლების ევროსეზონების შემოსავლების განაწილების სქემა წარადგინა.
ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და უეფას სუპერთასის მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 3.25 მილიარდ ევროდ ფასდება.

ევროთასების ყველა მონაწილისთვის გადასახდელი თანხა 2.55 მილიარდს შეადგენს. აქედან 2.04 მლრდ-ს ჩემპიონთა ლიგისა და სუპერთასის მონაწილეები მიიღებენ, 510 მილიონი ევრო კი ევროპა ლიგის გუნდებზე გადანაწილდება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 32 კლუბიდან თითოეული 15.25 მილიონს მიიღებს. ჯგუფში მოგებაზე ბონუსია 2.7 მლნ, ფრეზე – 0.9 მლნ.

1/8 ფინალში გასვლისთვის 9.5 მლნ დაემატებათ, 1/4 ფინალისტებს 10.5 მლნ-ს მისცემენ, ნახევარფინალისტები 12 მლნ-ს გააკეთებენ, ფინალისტები კი 15 მილიონს. გამარჯვებული დამატებით 4 მლნ-ს აიღებს.

ჩემპიონთა ლიგის მონაწილეებს ასევე გადაუხდიან კლუბების რეიტინგის საფუძველზე. გუნდები მარკეტინგული აქტივობებისგანაც მიიღებენ თანხებს.

ევროპა ლიგის გადახდები ოთხ კატეგორიად იყოფა: პირველადი (140 მლნ), ფიქსირებული შედეგების მიხედვით (168 მლნ), რეიტინგის მიხედვით (84 მლნ) და მარკეტინგიდან (168 მლნ).

ჯგუფური ეტაპის 48 კლუბისადმი გადასახდელი თანხა 2.92 მლნ-ს შეადგენს.

ბონუსი ჯგუფში გამარჯვებისთვის 570 ათასია, ფრისთვის – 190 ათასი.
ჯგუფის გამარჯვებული 1 მილიონს მიიღებს, მეორე ადგილს 500 ათასი მოაქვს.

1/16 ფინალში გასვლა – 0.5 მლნ;
1/8 ფინალი – 1.1 მლნ;
1/4 ფინალი – 1.5 მლნ;
1/2 ფინალი – 2.4 მლნ
ფინალი – 4.5 მლნ;
გამარჯვებული დამატებით მიიღებს 4 მლნ ევროს.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები