LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ფინალამდე – ექსკლუზივი მადრიდიდან (ფოტო, ვიდეო)

139
61395550_2265196057127537_185479013081284608_n

მადრიდში შაბათს ჩემპიონთა ლიგის ფინალია. „ატლეტიკოს“ ახალ არენაზე ორი ინგლისური გუნდი ითამაშებს – „ტოტენჰემი“ პირველად შეეცდება თასი აართვას ჩემპიონთა თასის არაერთგზის გამარჯვებულ „ლივერპულს“. ინგლისელი გულშემატკივრების ამბავი საქვეყნოდ ცნობილია. ეს ერთხელაც მტკიცდება ესპანეთის დედაქალაქში, სადაც ინგლისიდან ჩასულმა ქომაგებმა აითვისეს მთელი ქალაქი. თუმცა ჯერჯერობით ჭკვინად იქცევიან. აი რა იქნება მატჩის შემდეგ ეს ჯერ რთული სათქმელია.

 

მოკლედ, მადრიდში საოცრება ხდება, მთელი ქალაქი ფეხბურთია. ოფიციალურად დაიწყო ხალხისთვის ყველაფრის დათვალიერება, რასაც აკეთებენ. ქალაქის ლამის ყველა მოედანზე რაღაც ღონისძიებაა.

კოლუმბის მოედანი დაუთმეს „ტოტენჰემს“ და ფელიპე II-ის მოედანი „ლივერპულს“.

კალაოს მოედანზე ჩემპიონთა ლიგის მაღაზია დადგეს, პუერტა დე სოლზე მუზეუმი გაიხსნა, პლაზა მაიორზე ნამდვილი თასს მოიტანენ და ასე გაუთავებლად.

 

მადრიდის ცენტრში ვეღარ გახვალ, იმდენი ხალხია. სასტუმროებსა და ბინებში ადგილი აღარ არის, იმდენი სტუმარი ჩამოდის.
ისე, ლივერპულიდან გაცილებით მეტი ხალხია ჩამოსული.

ბილეთებს დაუჯერებელი ფასი ადევს – 10 000 ევრო. ისიც თუ იშოვე.
არსად იშოვება ბილეთები, ელოდებიან ფინალის დღეს, გადამყიდველები მაშინ გამოვლენ.

თითოეულ გუნდს კი ოფიციალურად 17 000 ბილეთი დაურიგდათ.


ფოტოები და ინფორმაცია მადრიდში მცხოვრებმა ჩვენმა კოლეგამ მოგვაწოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები