ესპანეთის ლა ლიგამ ჩემპიონატის მონაწილე გუნდების ხელფასების ჭერის სია გამოაქვეყნა.

„ბარსელონას“ საშუალება აქვს თავს უფლება მისცეს და ხელფასებზე 656.43 მლნ ევრო დახარჯოს, „რეალის“ ჭერი უფრო ნაკლებია – 641,05 მლნ.

მესამეზეა „ატლეტიკო“ (348,50 მლნ). ხუთეულში ასევე შევიდნენ „სევილია“ (185,16) და „ვალენსია“ (177,11).

20 გუნდიდან 8-ის სახელფასო ჭერი 100 მილიონ ევროს აჭარბებს. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი „მალიორკას“ აქვს – 33,53 მლნ.

ხელფასების ჭერი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ეს შემოსავლებია – რაც მეტია შემოსავალი, მით მეტია ჭერიც.

მეორე – მოქმედებს რამდენი სპორტული სტრუქტურა აქვს კლუბს: ქალთა გუნდი, ფუტსალი, კალათბურთის გუნდი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ აქ გათვალისწინებულია არა მარტო ფეხბურთელების ხელფასები, არამედ სხვა პერსონალისაც.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05