LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მაგარია ყველაზე მაგარ კაცთან საერთო რომ გაქვს

104
rue8b6eee9a71

„ნაპოლის“ ფორვარდმა დრის მერტენსმა „ფროსინონესთან“ გაიტანა (2:0) და კლუბში გატანილი გოლების რაოდენობით თვით დიეგო მარადონას გაუთანაბრდა – 81 გოლი.

ამასთან დაკავშირებით ბელგიელმა ინსტაგრამზე კოლაჟი გამოდო.

„პატივია, რომ რაღაც საერთო გაქვს მსოფლიოში ნომერ პირველთან, „ნაპოლისა“ და ნეაპოლელების სიმბოლოსთან“, – დაწერა მერტენსმა.

 

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა გაინაღდა.

“მილანმა” ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო და ამის გამო ოთხეულიდან გავარდა, მეშვიდე ადგილზეა.

ფაბიო კვალიარეალას (სამპდორია) სერია A-ში 150 გოლი დაუგროვდა.

მარკო პაროლომ (სამპდორია) სერია A-ში მე-300 მატჩი ჩაატარა.

ფელიპე კაისედო (ლაციო) ზედიზედ სამი მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

“ინტერმა” ბოლო რვა საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოუგო “იუვენტუსს” (1:1)

და კიდევ: Game Over და სარეცხი ფხვნილი Ajax: „ინტერის“ ფანებმა „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო დასცინეს.
თვითონ ხომ არიან, რა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები