LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც აქამდე არ მომხდარა: ყველა ფინალისტი ერთი ქვეყნიდანაა

205
rue27d532b58f

ევროპა ლიგაზე, ნახევარფინალში ლონდონელებმა, „არსენალმა“ და „ჩელსიმ“ მოიგეს და ფინალში გასვლა მოახერხეს. ამრიგად, ისტორიაში პირველად ევროთასების ოთხივე ფინალისტი ერთ ქვეყანას წარმოადგენს – ინგლისს. მეტიც, ამ სეზონში იმდენივე ინგლისური ფინალი გველოდება, რამდენიც მთელი ისტორიის განმავლობაში – 2.

ბოლო ინგლისური ფინალი ალბათ გახსოვთ. მოსკოვში, „ჩელსი“ და „მანჩესტერი“ შეხვდნენ (2007/08 – 1:1 – რონალდო და ლემპარდი) და მაშინ პენალტების სერიაში „იუნაიტედმა“ მოიგო.

ბევრად ნაკლებადაა ცნობილი უეფას თასის ფინალი „ტოტენჰემსა“ და „ვულვერჰემპტონს“ შორის. ეს იყო ევროპის მეორე ტურნირის პირველი გათამაშება – 1971/72. მაშინ ორმატჩიანი ფინალი იმართებოდა. პირველი შეხვედრა სტუმრად „ტოტენჰემმა“ 2:1 მოიგო, შინ 1:1 ითამაშა და პირველი უეფას თასიც „ტოტენჰემს“ ერგო.

ინგლისური ფეხბურთის წინა გაფურჩქვნა 2005-დან 2012 წლებზე მოდის. ამ პერიოდში ჩემპიონთა ლიგის 8 ფინალიდან 7-ში ინგლისს ერთი წარმომადგენელი მაინც ყავდა (გამონაკლისი ფინალი-2010 გამოდგა – „ბაიერნი“-„ინტერი“). 2012/13 წლების სეზონში კი ფიასკო იყო: ერთი ინგლისური გუნდიც არ გასულა მეოთხედფინალშიც კი. მერე დაიწყო მესი-რონალდო და მომდევნო 5 წელი თასს ან „ბარსელონა“ იგებდა ან „რეალი“.

იმ პერიოდში „ლივერპული“ ფინალში გავიდა, „სიტი“ და „ჩელსი“ ნახევარფინალში, მაგრამ ყველა ესპანურ გუნდებთან აგებდა.

ევროპის ლიგის ბოლო 4 გათამაშებიდან სამში პრემიერლიგის წარმომადგენელი ფინალამდე მიდიოდა.
2016-ში „ლივერპულმა“ წააგო „სევილიასთან“, ერთი წლის შემდეგ „მანჩესტერმა“ დაამარცხა „აიაქსი“, ახლა კი ლონდონური დერბი გველოდება. ეს გახლავთ მე-10 ფინალი ევროპა ლიგა / უეფას თასის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი გუნდი გავიდა და ამასთან ერთი ქალაქის გუნდების პირველი ფინალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები