LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჭამს და რას არა მესი: ლეო დიეტაზე დასვეს

messi_amb_la_champions

2013 წელს მესიმ მთლიანად შეცვალა რაციონი და მოაშორა საქონლისა და ღორის ხორცი, პასტა და გაზირებული სასმელი.

ცნობილი გახდა დიეტის დეტალები, რომელიც ლეო მესის დაეხმარა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში (ხშირად ერეოდა გული). 2013-ში დიდ არგენტინელს ექიმი ჯულიანო პოზერი დაეხმარა.

ექიმმა ფეხბურთელს უთხრა, რომ სრულად უნდა შეეცვალა რაციონი. საკვებიდან ამოიღეს პროდუქტები, რომელსაც ორგანიზმი რთულად გადაამუშავებს: ფქვილი, საფუარი და რაფინირებული ხორბალი, რომელსაც შეიცავს პასტა, პიცა და თეთრი პური. ღორისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, მოლუსკები მოაშორეს და რძის პროდუქტებიც მიაყოლეს რაციონის გადახედვისას. აიკრძალა ალკოჰოლის გამოყენებაც. ისევე როგორც მესის საყვარელი გაზიანი სასმელის.

ისინი შეცვალეს ნატურალური და ახალი პროდუქტებით, მინერალური წყლით და სამხრეთამერიკული ნაყენით. „ბოსტნეული, სეზონური ხილი და კარგი მინერალური წყალი აუცილებელი საწვავია ჩვენი კუნთებისთვის. უნდა შემცირდეს გადამუშავებული პროდუქტების მოხმარება და ისეთების, რომლებიც დაბინძურებულია პესტიციდებით, ანტიბიოტიკებით, წამლებით“, – ამბობს პოზერი.

მაგრამ საუბარი მარტო დიეტაზე არ ყოფილა. ექიმმა მესის მოუწოდა ემოციური სამუშაოთი, ფსიქოთერაპიით დაკავებულიყო და მიეღო მცენარეული მონოკომპონეტური პრეპარატები. ეს სტრესთან ბროლაში ეხმარება.

2013 წლის შემდეგ მოიგო ერთი „ოქროს ბურთი“ და ორი „ოქროს ბუცი“. ბოლო ორი წელია ლეო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები