LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მიირთმევენ საუზმეზე მსოფლიოს ყველაზე ჯანმრთელ ქვეყნებში

213
57e8d45570e1f

ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნების მკვიდრნი არც თუ ისე ჯანსაღად საუზმობენ და დილაობით ფუნთუშების, კრუასანების თუ ტკბილეულის მირთმევას არ ერიდებიან. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ტანადები, ლამაზები და ჯანმრთელები არიან.

მოდით გადავხედოთ და შევადაროთ, თუ როგორ საუზმობენ ამა თუ იმ ქვეყანაში:

იტალია
ტრადიციულ იტალიურ საუზმედ ფუნთუშეულს + ყავა ითვლება. თანაც ფუნთუშეული არც თუ ისე დაბალკალორიული, მაგალითად – შოკოლადიანი კრუასანი უნდა იყოს.

ისლანდია
ტრადიციულ საუზმედ ადგილობრივი იოგურტი, სახელად Skyr ითვლება, რაც ძალიან ჰგავს ე.წ. ბერძნულ იოგურტს, მასში ზედმეტად ბევრი ნახშირწყლებია.

შვეიცარია
შვეიცარიაში ფუნთუშეულით, ახალ გამომცხვარი პურით, კარაქით, მურაბით საუზმობენ და თან ყავასაც მიირთმევენ. ასევე, სტანდარტულ კერძად ითვლება Birchermuesli, რაც ვაშლით, თხილით და ლიმონის წვენით მომზადებულ ფაფას გულისხმობს.

სინგაპური
სინგაპურში ჩვეულებრივი საუზმე – ლაფშაა, რომელიც ბულიონითა და სხვადასხვა ბოსტნეულითაა შეზავებული.

ავსტრალია
ავსტრალიელები უპირატესობას ფუნთუშებს, ავოკადოიან ტოსტებს და კვერცხს ანიჭებენ.

იაპონია
იაპონიაში ბრინჯი არამხოლოდ უყვართ, არამედ პატივსაც სცემენ, ამიტომ ტრადიციულ საუზმედ უკეთესი რა უნდა აერჩიათ. ეს შესაძლოა იყოს ჩვეულებრივი ბრინჯის ფაფა ან უბრალოდ მოხარშული ბრინჯი. მასთან თევზის დამატებაც შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები