LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი არ ისვენებს, ევროპას ფელიში გამოუჩნდა: ბოლო სატრანსფერო ამბები

198
gareth-bale-raphael-varane

“რეალმა” გარეთ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა. „სამეფო კლუბი“ უელსელის ტრანსფერს 130 მილიონ ევროდ აფასებს.

რაფაელ ვარანი „რეალში“ რჩება. ხელფასი 9 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

“ლივერპული” მზადაა “რეალს” სადიო მანე მიჰყიდოს, მაგრამ იაფად არა. El Confidencial ირწმუნება, რომ ინგლისური გრანდი თავის ერთ-ერთ ლიდერს 150 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის.

„ბენფიკას“ ახალგაზრდა შემტევმა ჟოაო ფელიშმა ევროპალიგის მატჩში სამი გოლი გაიტანა „აინტრახთან“ მატჩში. მისით დაინტერესებულები ყოფილან „მანჩესტერი“, „სიტი“ და „იუვენტუსი“.

ESPN: დიეგო გოდინი მილანის “ინტერში” გადავა. ამბობენ, სამი წლითო.

El Larguero: “ბარსელონას” ფეხბურთელებს ანტუან გრიზმანის მოსვლა არ სურთ.

„მანჩესტერი“, „ჩელსი“ და „არსენალი“ „ლაიპციგის“ შეფ-სკაუტით მიტჩელით არიან დაინტერესებულები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები