მადრიდის “რეალმა” 2019/20 წლების სეზონის წინ ფორმის მესამე კომპლექტი წარადგინა,რომელიც მომწვანო ფერებშია გადაწყვეტილი.

Adidas-ის მიერ დამზადებული მაისურების სახელოებზე,საყელოსა და სამხრეებზე შავი ზოლებია დატანილი.

აღსანიშნავია,რომ ფორმის საპრეზენტაციო ფოტოსესიაში “რეალის” ფორვარდი,გარეთ ბეილიც მონაწილეობდა,რომლის მადრიდული მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბოლო ცნობების თანახმად,უელსელმა ერთ-ერთი ჩინური კლუბის შეთავაზებას უარით უპასუხა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები