LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალმა როგორც იქნა მოუგო ბარსას – ამბები მოკლედ

78
--AV2107Thumb

„რეალმა“ ელ კლასიკოაში 2:0 მოუგო „ბარსელონას“. ამით „სამეფო კლუბი“ კლასიკოში მოგებებით დაეწია მეტოქეს (96:96). ამასთან, მადრიდელებმა ლა ლიგის მატჩებში გამარჯვებებით გაასწრეს კატალონიელებს (73:72) და გაუთანაბრდნენ გატანილი გოლებით – 288:288.

„რეალმა“ „ბარსელონა“ ჩემპიონატში პირველად დაამარცხა ბოლო 4 წელიწადში.

მესის 7+ გასვლით მატჩში არ გაუტანია პირველად 2007 წლის შემდეგ.

მარიანომ გაიტანა ყველაზე სწრაფი გოლი კლასიკოში შეცვლაზე შესვლიდან 21-ე საუკუნეში.

ვინისიუსმა მესის რეკორდი გააუმჯობესა. ის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა კლასიკოში 21-ე საუკუნეში.

ვინისიუსმა „რეალის“ 424 წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა „ბარსელონასთან“.

კურტუამ ლა ლიგაში ბოლო 36 დარტყმიდან 30 მოიგერია.

ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაში მე-500 მატჩი ითამაშა.

„ბარსელონამ“ 45 წელიწადაში „რეალს“ ლა ლიგის ორივე მატჩიდან ვერცერთში ვერ გაუტანა.

სერხიო რამოსმა 44-ე კლასიკო ითამაშა, მესიმ – 43-ე. ისინი რეკორდსმენები არიან.

კლასიკოზე კრიშტიანო რონალდოც მივიდა და მატჩს ვიპ-ლოჟიდან უყურა.

„სიტიმ“ მეხუთედ მოიგო ინგლისის ლიგის თასის ბოლო 7 წელიწადში.

„სიტი“ მეორე კლუბია „ლივერპულის“ შემდეგ, რომელმაც ლიგი ს თასი ზედიზედ 3+ მოიგო.

„ლივერპულმა“ 44 მატჩში პირველად წააგო პრემიერლიგაში.

გატუზო: „ნაპოლი“ შეტევაში ისეთივე ლამაზი უნდა იყოს როგორც ბრედ პიტი და საშიში როგორც მე“.

„ბაიერნისა“ და „ჰოფენჰაიმის:“ მატჩი 6:0-ზე შეჩერდა. მიუნხენელმა ფანებმა მეტოქის მწვრთნელის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინეს: „დიტმარ ჰოპი – ჯერ კიდევ მეძავის შვილია“.
შეხვედრა 20 წუთით შეწყდა. განახლებულზე ფეხბურთელებმა პროტესტის ნიშნად აღარ გააგრძელეს თამაში და ბურთი ცენტრში აგორავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები