LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალს ორი გეგმა აქვს, იაფიანი და ძვირიანი და სხვა ჭორები

129
transferzidanerealmadridcomposite2503a

მადრიდის „რეალს“ ორი გეგმა აქვს სატრანსფერო ბაზარზე.
პირველის მიხედვით, მადრიდელები აპირებენ „ჩელსიდან“ ედენ აზარი გადაიყვანონ, „აინტრახტიდან“ ლუკა იოვიჩი წაიყვანონ და თავისუფალ აგენტად ადრიენ რაბიო (პსჟ) გაიფორმონ. ეს „რეალს“ საშუალებას მისცემს 200 მილიონში ჩაეტიოს.
არსებობს მეორე გეგმაც, რომელიც უფრო ძვირად ფასობს. პოლ პოგბას შეძენა „მანჩესტერიდან“ და სადიო მანეს წამოყვანა „ლივერპულიდან“. ორივე კლუბი 150 მილიონზე ნაკლებს არ ითხოვს, და ამაში არ ითვლება აგენტების საკომისიო და ხელფასები.
და მპაბე? ეს ბიჭი „სამეფო კლუბს“ დიდი ხანია უნდა, მაგრამ შესაძლოა ყველაზე მეტი სწორედ მასში მოთხოვონ.

 

სხვა:

„მანჩესტერი“, „იუვენტუსი“ და პსჟ „სპორტინგის“ ჰავბეკ ფერნანდეშით არიან დაინტერებული.

„ინტერმა“ 60 მლნ ევრო შეთავაზა „ლილის“ ფორვარდ პეპეს სანაცვლოდ.

„არსენალმა“ შესაძლოა დენის სუარესის გამოსყიდვაზე უარი თქვას.

დარდაი „ჰერტას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს სეზონის ბოლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები