LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Renault-მა თავისი „ცხელი“ სპორტქარი კიდევ უფრო „ცხელი“ გახადა

renault

Renault-ის სპორტულმა განყოფილებამ ჰეტჩბეკ Clio RS-ის გასაუმჯობესებლად მთელი რიგი სიახლეები განახორციელა და ტექნიკურ დეტალებთან ერთად გაუმჯობესება დიზაინერულ აქსესუარებსაც შეეხო.

Renault Sport-ის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა კატალოგი, რომელშიც მოყვარულ მრბოლელებს ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. კატალოგი სპორტულ სავარძლებს, გაძლიერებულ სამუხრუჭე სისტემას, გამონაბოლქვის სისტემას და ბევრ სხვა დეტალს მოიცავს.

რაც შეეხება „ცხელი“ სპორტქარის ტექნიკურ მახასიათებლებს,  მეოთხე თაობის Clio RS – 1.6 ტურბოძრავითაა უზრუნველყოფილი და 200 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. აღსანიშნავია, რომ აგრეგატი 7 საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები