LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იქნება ახალი Subaru WRX–ის პრემიერა – თარიღი უკვე ცნობილია

21
subaruwrx

იაპონელმა ავტომწარმოებელმა Subaru–მ მომავლის თაობის WRX–ის მორიგი თიზერი გაავრცელა და საჯარო დებიუტის თარიღიც დააზუსტა. კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სიახლის პრეზენტაცია 19 აგვისტოს ნიუ–იორკის მოტო–შოუზე გაიმართება. ამასთან, სპორტული მოდელის პრემიერა ჯერ კიდევ გასულ წელს იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პრეზენტაცია შემდეგი წლისთვის გადადეს.

ახალი თაობის Subaru WRX–ის ვიზუალი თიზერში ჩანს, მოდელი საფირმო მასიურ ძარას შეინარჩუნებს.

რაიმე სხვა ინფორმაციას კომპანია ჯერ–ჯერობით არ ასაჯაროებს, თუმცა ინსაიდერების დამსახურებით გარკვეული ფაქტები მაინც გახდა ცნობილი. მაგალითად ის, რომ WRX პლატფორმას შეიცვლის და SGP–ზე გადავა.

ცვლილებები მოხდება ძრავთა ვარიაციაშიც. გავრცელებული ჭორების მიხედვით, ორი ლიტრის მოცულობის FA20–ს 2,4 ლიტრის PUTBACK ჩაანაცვლებს, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალა იქნება. შედარებისთვის, თანამედროვე მოდელის სიმძლავრე მხოლოდ 300–ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები