LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ არ ვიყოთ მოსაწყენი

344
FORTUNA-რჩევა

როგორ არ ვიყოთ მოსაწყენი

ხანდახან არ გგონია რომ მოსაწყენი ხარ? არა მარტო იმ განსაკუთრებული გოგონასთვის, რომელზეც სხვა გამოშვებაში აუცილებლად ვისაუბრებთ, არამედ თანამშრომლებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან… მეზობლებთან. უბრალოდ თანამოსაუბრესთან?!

 

შეიძლება უთქვამს კიდეც ვინმეს შენთვის რომ მოსაწყენი, დამღლელი და უაზრო ხარ.

შეილება იმ გოგომ, ვინც ფიქრობს შენზე რომ მოსაწყენი ხარ, გითხრა რომ მისთვის ძალიან საყვარელი ხარ, მეგობრულად გიყურებს დაა… ასე ჩნდება მეგობრობის ზონა.

რატომ? არადა შეიძლება მართლა ხარ მოსაწყენი, მაგრამ თვლი, რომ სერიოზული, თავდაჭერილი კაცი ხარ და… უბრალოდ სერიოზული და თავდაჭერილი კაცი ხარ და თანამოსაუბრეების გართობა მასხრობად მიგაჩნია.

 

უსმინე…

პირველი

მოწყენილობა არის ადამიანის ხასიათობრივი მდგომარეობა. ვიწყენთ, რას ვიზამთ. ხდება ხოლმე. ერთ ერთი ძირითადი მიზეზი ამის არის ის რომ ტექნოლოგიურმა ეპოქამ ჩაგვითრია. აი ახლახანს რომ შავი ხვრელი აჩვენეს, არანაკლები მიზიდულობა ჰქონია ინტერნეტს. წარმოიდგინე შეგვისრუტა და მთიანდა თავიდან ბოლომდე ჩავეშვით სოციალურ ქსელებში. ამიტომ იქიდან გამოსულები ხშირად ვიწყენთ. სოციალურ ქსელებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალში.

მეორე

როგორც ინდივიდუალები ისე უნდა განვითარდე. ნამდვილი ალფა არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყო მოსაწყენი და არც არის. ბოლოს და ბოლოს ის ალფაა, იმიტომ არის ალფა რომ მისით დაინტრესებული ხალხითაა გარშემორტყმული. როგორ შეიძლება ალფა მოსაწყენი იყოს. ერთ და ორი ინტერესის სფერო არ გეყოფა მეგობარო. ინსპირაცია და ცოდნა მთელი შენი გარემოცვისგან უნდა მიიღო. არ განცალკევდე, არ დაიმალო, არ შეიკედლო. ეძიე ცოდნა.

მესამე

ყოველ დღე რაღაც ახლის აღმოჩენას შეეცადე. თუნდაც ახალი საჭმელი?! რატომ განა ხინკალზე და მწვადზე უკეთესი არაფერია? შეიძლება არც არის. მე ამაზე არ ვიკამათებ, მაგრამ შენი რა მიდის, ნახე, გასინჯე. ახალი ბარი მონახე, ახალ ჯგუფს მოუსმინე, ახალი ჟანრი წაიკითხე. ეძებე.

მეოთხე

ხალხის გაცნობას შეეცადე. ყოველ დღე თუ არა, როდესაც შანსი მოგეცემა გაესაუბრე ვინმეს. გაიცანი. არ გეუბნები დაუძმაკაცდი და ლუდზე დაპატიჟე თქო. უბრალოდ ესაუბრე ხალხს. შედი კონტაქტში. ახალი ადამიანებისგან ბევრ სიახლეს ისწავლი.

და ბოლოს, მუდამ ეცადე საკუთარი თავის განვითარება. არ ჩარჩე ერთ ადგილას და ერთსა და იმავე სოციუმში. განიცადე ცხოვრებისეული გამოცდილება. და წარმოიდგინე ამ ყველაფრის შემდეგ მოსაწყენი იქნები კიდევ?

არა. იმიტომ რომ შენ ხარ ალფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები