LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიაროთ მსოფლიო უფასოდ – 6 რჩევა

69
Free-travel

დიახ, არ მოგესმათ, საუბარი უფასოდ მოგზაურობაზეა… ეს მარტივი ნამდვილად არ არის, თუმცა სწორად დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელია!

1. „ქაუჩსერფინგი“
ეს არის სოციალური ქსელი, რომელიც მოგზაურებსა და მასპინძლებს ერთმანეთთან აკავშირებს. თქვენ უფასოდ რჩებით რომელიმე „ქაუჩსერფერის“ სახლში და მასპინძელი არე-მარესაც დაგათვალიერებინებთ. მოგზაურების მასპინძლობა თავად შეგიძლიათ.

2. მოიძიე უფასო აქტივობები

როგორც წესი, თითქმის ყველა დიდ ქალაქშია უფასო ტურები. შეგიძლიათ უბრალოდ დაგუგლოთ და ნახოთ ასევე უფასო მუზეუმები, ლაშქრობები, საჯარო აუზები თუ ძალიან მაგარი პარკები.

3. დაზოგე ახლავე

ფულის დაზოგვა ახლავე უნდა დაიწყოთ, რადგან რაც არ უნდა ბიუჯეტური იყოს თქვენი მოგზაურობა, თვითმფრინავის ბილეთის ყიდვა მაინც მოგიწევთ.

4. აარჩიე ბიუჯეტური დანიშნულება

შეზღუდული ფინანსებით ბიუჯეტური დანიშნულება უნდა შეარჩიოთ, რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრად მეტის ნახვას შეძლებთ. და რა თქმა უნდა, უკეთეს დროსაც გაატარებთ.

5. შეარჩიე იაფი სეზონი

ბიუჯეტურ ადგილთან ერთად მნიშვნელოვანია ბიუჯეტური სეზონის შერჩევაც. ყველაზე არატურისტულ სეზონზე ყველაზე ძვირადღირებული ადგილების ნახვასაც შედარებით იაფად შეძლებთ.

6. ავტოსტოპი

ავტოსტოპის გამოყენება საკმაო თანხების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები