LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევამციროთ მოგზაურობის დროს სტრესი – 6 რჩევა ფსიქოლოგისგან

41
567567

მოგზაურობა ეს დიდი საჩუქარია. ის სამყაროსთან გვაკავშირებს, გვაძლევს შთაგონებას და საყვარელ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად შესაძლოა სტრესიც დაგვიტოვოს.
მოგზაურობის სტრესში არაფერია სამარცხვინო და თუკი ის გაწუხებთ, იცოდეთ რომ მარტო ნამდვილად არ ხართ. როგორც ამერიკელ სპეციალისტთა მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, მსოფლიო მოსახლეობის 18%-ს ასეთ დროს შფოთვითი აშლილობა აწუხებს.
სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა და ფსიქიატრმა ნინა ვასანმა ტურისტებს რამდენიმე საჭირო რჩევა გაუზიარა, რაც მათ მოგზაურობის დროს შფოთის შემცირებაში უნდა დაეხმაროს.

წაიღე ნივთი, რომელიც გაბედნიერებს

მნიშვნელობა არ აქვს თუ რა იქნება ეს ნივთი, მთავარია ის გაბედნიერებდეთ და სიამოვნებას განიჭებდეთ. ამიტომ მოგზაურობის დროს კარგი იქნება თუკი თან იქონიებთ.

დაგეგმე რაციონი

სტრესის შემცირება და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნება დაგეგმილი კვებითი რაციონით შეიძლება. საკვები სტრესად რამდენიმე მიზეზით შეიძლება იქცეს, შესაძლოა გზაში მოგშივდეთ ან სადაც ჩახვედით იქ ვერ ნახოთ ის რისი ჭამაც გესიამოვნებოდათ. ამიტომ თუკი ამ საკითხს წინასწარ დაგეგმავთ ძალიან კარგი იქნება.

მიეცი შენს თავს მეტი დრო

მოგზაურობა შესაძლოა ძალიან სტრესული გახდეს თუკი სადმე აგვიანებთ, ამიტომ ყოველთვის იქონიეთ მეტი დრო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუკი თვითმფრინავით გიწევთ მგზავრობა.

გამოიყენე დამამშვიდებელი სუნთქვითი ტექნიკები

რა არის ის რისი გაკეთებაც ყოველთვის და ყველგან შეგიძლიათ? – ღრმად ისუნთქოთ.
სუნთქვა, მანიფესტაცია თუ მედიტაცია ფანტასტიკურია და შფოთსა და სტრესს ყველაზე კარგად ებრძვის.

იმოძრავე

სტრესისგან დაცლილი მოგზაურობისთვის მნიშვნელოვანია იმოძრაოთ. ფიზიკური აქტივობა სტრესს ამცირებს და სასურველი ეფექტის მიღება 5 წუთშიც კი შეგიძლიათ.

გეგმა ბ

სტრესის შესამცირებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა სათადარიგო გეგმის ქონა. ამიტომ თუკი მოგზაურობას წინასწარ დაგეგმავთ, ყველა შესაძლო გართულება თუ პრობლემა გათვალეთ და მათი მოგვარების გზებზეც იზრუნეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები