LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევინარჩუნოთ ენერგია შვებულების დროს – რამდენიმე რჩევა სპეციალისტისგან

63
bbq

შვებულება ბევრი ადამიანისთვის შეიძლება ძალიან სტრესული იყოს. ოჯახური შეკრებები, დასვენების ყველა დეტალის დაგეგმვა და სიცხე, რომელიც საშინელ დაღლილობის იწვევს. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი ვერ იაზრებს წყლის მნიშვნელობას და მიუხედავად მაღალი ტემპერატურისა, საკმარისი რაოდენობით სითხეს არ იღებს. არასწორ რაციონს, ზედმეტი ცხიმების მიღებასაც შეუძლია დეჰიდრატაციის გამოწვევა.

აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტის რამდენიმე რჩევა, რომელიც ენერგიის და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

წყალი, ბევრი წყალი!!!
წყალი არამხოლოდ წყურვილის მოკვლაში, არამედ ენერგიის შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. წყალი ეხმარება საჭმლის გადამამუშავებენ სისტემას. დეჰიდრატაცია ანელებს კოგნიტიურ ფუნქციებს და იწვევს თავის ტკივილს. და ბოლოს, წყალი წონის კლებასაც უწყობს ხელს.
როცა წყლის საკითხს მოაგვარებთ, რამდენიმე სხვა რჩევაც გაითვალისწინეთ:

1. მთელი დღის განმავლობაში საკვები პატარა პორციებით უნდა მიიღოთ, საჭიროების შემთხვევაში კვების სიხშირეც გაზარდეთ. ყოველ 2 საათში კვება ნიშნავს, რომ ორგანიზმს ენერგიის სიმცირე არ შეაწუხებს.

2. დილას ყავით ნუ დაიწყებთ. როგორც არაერთი კვლევით დასტურდება უზმოზე კოფეინს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ენერგიულობის მომატების ნაცვლად მის კლებას იწვევს. უმჯობესია თუკი დილას ფინჯანი წყლით, შემდეგ კი ჯანსაღი საუზმით დაიწყებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები