LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შევხდეთ ახალ წელს და როგორ მოვრთოთ სახლი, რომ მთელი წელი წარმატებული იყოს

1736
fenshui-cagareli-news

30 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ ასტროლოგიურ გადაცემაში „შაბათის შუადღე მიხეილ ცაგარელთან ერთად“, ავტორმა და წამყვანმა, ბატონმა მიხეილმა ნუმეროლოგიის, ფიზიოგნომიის და ფენ-შიუს სპეციალისტს, აღმოსავლური ასტროლოგიის მცოდნეს ქალბატონ ეკა კვარაცხელიას უმასპინძლა და სწორედ მასთან ერთად განიხილა მომავალი -2020 წლის ტენდენციები.

– ქალბატონო ეკა, რომელი ცხოველი მართავს 2020 წელს?

– აღმოსავლური კალენდრით მომავალი წელი ლითონის (ანუ ვერცხლისფერი) ვირთხის წელიწადია, რომელიც აღმოსავლური ჰოროსკოპების ახალ, 12-წლიან ციკლს გახსნის და რადგან მისი სტიქია ლითონია, ამიტომ ფერიც – ინტელექტთან და გონიერებასთან ასოცირებული თეთრი, ვარდისფერი და ოქროსფერი იქნება. აღსანიშნავია, რომ ლითონის ვირთხა სხვებზე კარგად ისხლიტავს პრობლემებს და მართალია, მომავალი 2020 წელი, რომელიც ერთის მხრივ, განმეორებადი ციფრების წელია, მეორეს მხრივ კი, შეჯამებით 4-ს ქმნის, საკმაოდ რთული იქნება, მაგრამ სწორედ ლითონის ვირთხა დაგვეხმარება მის დაძლევაში. სხვათაშორის, ვირთხა ძალიან ჭკვიანი, არაორდინალური, თუმცა საკუთარ თავში ჩაკეტილი ცხოველია, კარგად განვითარებული ინტუიციით, რომელსაც განსაკუთრებულ გამბედაობას, პრინციპულობას და მიზანდასახულობას სწორედ ლითონი მატებს, ამიტომ მომავალ წელს ადამიანები არა მხოლოდ პროტესტს გამოთქვამენ ხმამაღლა, არამედ აქტიურ ბრძოლაშიც ჩაებმებიან.

– არსებობს ხუთი სტიქიის ვირთხა. რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავებაა მათ შორის?

– სხვადასხვა სტიქიის ვირთხები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და რადგან თითოეული 60-წლიან ციკლს გადის, ამიტომ მომავალი წლის პროგნოზირება თამამად შეიძლება 1900 და 1960 წლის ტენდენციების, ბუნებრივი კატასტროფების და პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით.

– ხუთი სტიქიის „ნათესავებიდან“, ვინაა ლითონის ვირთხის საუკეთესო მეგობარი და ვის მიმართაა ანტაგონისტურად განწყობილი?

– კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ხუთი – ლითონის, წყლის, ხის, ცეცხლის და მიწის სტიქიის წარმომადგენლები აბსოლუტურად განსხვავებული ფსქიქოტიპები არიან და არა მხოლოდ მენტალურად, არამედ ქცევის მანერით, ერთმანეთთან დამოკიდებულებითაც განსხვავდებიან. მაგალითად, წყალი ცეცხლს აქრობს, ამიტომ წყლის ვირთხა ყოველთვის საომარ მდგომარეობაშია ცეცხლოვან ვირთხასთან, რომელსაც არ აძლევს ამოსუნთქვის საშუალებას. მათი დაპირისპირება ყოველთვის ცეცხლის ვირთხის დამარცხებით სრულდება, რადგან აქტიური, მუდმივად განვითარებისკენ მიდრეკილი, ვერ გაუძლებს შემოტევას და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ნებდება ბევრად მკაცრი და მებრძოლი, გონიერი და გონებამახვილი წყლის ვირთხის ზეწოლას, ჭკუის სწავლებას და შენიშვნებს.

– წარმატების დასაბევებლად, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი წლის სწორად შეხვედრა. საინტერესოა, რა მთავარი პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სახლის მორთვისას?

– პირველ რიგში, საახალწლო ნაძვის ხეს უნდა მივუჩინოთ სწორი ადგილი, რადგან ნეგატიური ენერგეტიკის ცენტრში მოთავსებით, ახალ წელს მხოლოდ პრობლემებს და უსიამოვნებებს, კომნფლიქტებს და კონფრონტაციებს მივიღებთ. კატეგორიულად იკრძალება ნაძვის ხის სამხრეთ (ცეცხლის სტიქიის) და აღმოსავლეთ (ხის სტიქიის) ზონაში დადგმა, რათა თავად არ შეუწყოთ ხელი ნეგატიური ენერგეტიკის დაგროვებას და გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ ლითონის ვირთხას განსაკუთრებით ბრჭყვიალა გვირგვინით, წითელი ბაფთებით, თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი სათამაშოებით გაფორმებული, იმავე ფერის ნაძვის ხე მოსწონს, თუმცა მორთვისას, არ ღირს ვირთხის გარდა სხვა ცხოველის, განსაკუთრებით ძაღლის, კატის ან მელას ფიგურების გამოყენება.

– ამბობენ, თითქოს საუკეთესო საახალწლო ვარცხნილობა ე.წ. „ვირთხის კუდია“. რამდენად გამართლებულია ამგვარი მოსაზრება?

– სამწუხაროდ, საახალწლო რიტუალებზე ყოველთვის ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. 2020 წლისთვის ყველაზე მისაღებად არა პომპეზური, არამედ სადა, კლასიკური ვარცხნილობა ითვლება მეტალის თმის სამაგრით. ვირთხას არ უყვარს ზედმეტად გაპრანჭვა და ჭრელი ფერები, ამიტომ თმის საღებავიც ბუნებრივი ფერის უნდა იყოს, ზუსტად ისე, როგორც სამოსი, რომელიც აუცილებლად ელეგანტური, თეთრი, ვერცხლისფერი ან ოქროსფერი, მწვანე ან ლურჯი უნდა შეირჩეს გამოკვეთილი წითელი აქსესუარით.

– საინტერესოა, როგორ უნდა გავაწყოთ საახალწლო სუფრა?

– საახალწლო სუფრა ახალი, თეთრი ფერის  და ვერცხლისფერი ან წითელი ორნამენტით მოხატული, სუფრის გადმოშვებულ კიდეებში კი, ვერცხლის სამშვენისით დამშვენებული და თეთრი, ლითონის ჭურჭლით გაწყობილი უნდა იყოს. დაანთეთ ოთხი (სამი ვერცხლისფერი ან თეთრი და ერთი წითელი) სანთელი, ხელსახოცი თეთრი, წითელი ან ოქროსფერი შეარჩიეთ, საახალწლო მენიუ კი, 12 განსხვავებული კერძით, თევზით, ხორცით და მცირე ნაჭრებად დაჭრილი ყველის ასორტით, ხილით და ბოსტნეულით, კომპოტით და შამპანურით გაამდიდრეთ. კატეგორიულად იკრძალება პიტნიანი კერძების მირთმევა და დარჩენილი საკვების გადაყრა. „დააბრძანეთ“ ვირთხის ფიგურა მაგიდის ცენტრში, მის გვერდით კი მოათავსეთ ლითონის ორი თასი, ერთი – თხილით, კაკლით, არაქისით და წაბლით, მეორე კი – ხორბლით, ბრინჯით და ჩაყარეთ ერთლარიანი მონეტები ოჯახის წევრების რაოდენობის გათვალისწინებით.  გარდა ამისა, აუცილებელია ოჯახის ყველა წევრის თეფშის ქვეშ ერთლარიანი მონეტის დადება, რომელსაც მთელი წელი ერთგვარ თილისმად ატარებთ საფულეში. გაამდიდრეთ საახალწლო სუფრა ტკბილეულით – ნამცხვრით, ჩურჩხელით და კამფეტით, გასული წლის სიმბოლო – ტახი კი, ვირთხისგან დასავლეთით, 30 სანტიმეტრში მოათავსეთ, ვერფცხლისფერი ან თეთრი ბაფთებით, სულ მცირე რვა მონეტით მორთული  მანდარინის ან ნაძვის ტოტებთან ერთად. სადღესასწაულო ვახშმის შემდეგ აუცილებლად აიღეთ მაგიდიდან ბასრი, მჭრელი ნივთები და მინის ნაკეთობები, დატოვეთ მხოლოდ ვირთხის და ტახის ფიგურები, ყველი, თხილი და ბურღულეული. ზუსტად 12 საათზე ჩააგდეთ შამპანურის ბოკალში კარგად გარეცხილი ერთლარიანი მონეტა და მიირთვით შუშხუნა სასმელი, მონეტა კი, ძვირფასეულობასთან ერთად შეინახეთ, როგორც წლის ბარაქის სიმბოლო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახალი წლის ღამეს მეკვლეს დახვედრა, რომელიც სიმბოლური ვერცხლის კოვზით, ვერცხლისფერ თასში მოთავსებული წყვილი კაკლით, მანდარინით და ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით ყველის ნაჭრებით ხელდამშვენებული, ზუსტად 12 საათზე შემოვა ოჯახში. ყველის მირთმევა ახალი წლის ღამესაა საჭირო, ვერცხლის კოვზი კი, შეგიძლიათ საფულით ატაროთ, რადგან სწორედ ის იქნება 2020 წლის მთავარი თილისმა და ფინანსური წარმატების გარანტორი.

– როგორ შევარჩიოთ საჩუქრები ახლობლებისთვის?

– ვირთხას ყველაფერი მოსწონს, რისი გამოყენებაც პრაქტიკულად შეიძლება, ამიტომ ახლობლებს ყველაფერი შეგიძლიათ უსახსოვროთ საყოფაცხოვრებო ტექნიკით დაწყებული, ვერცხლის სამშვენისით დასრულებული.

– როგორი იქნება 2020 წელი ლითონის ვირთხის წელიწადში დაბადებულთათვის?

– ლითონის ვირთხის წელს დაიბადებული ადამიანისთვის 2020 – ძალიან მნიშვნელოვანი, ცვლილებებით სავსე წელი იქნება, რადგან დაიწყება ცხოვრების ახალი ციკლი, რაც ძველი საქმეების დასრულებას და აუცილებლად ახლის დაწყებას გულისხმობს. სხვათაშორის, „ლითონის ვირთხების“ საუკეთესო თილისმა – ხარის სიმბოლოა (ფოტო ან ნაკეთობა), რომელსაც სახლში, იმ ოთახში მოათავსებს, სადაც ყველსზე მეტ დროს ატარებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები