100-მა ხანდაზმულმა ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოზე ისაუბრა. საინტერესო კვლევა ცნობილმა სამედიცინო საიტმა LifeHunters–მა ჩაატარა.

სპეციალისტებმა პირველ რიგში ის ფაქტი აღნიშნეს, რომ ქალბატონები და მამაკაცები, რომლებმაც 100 წელს მიაღწიეს, ცხოვრებას ძალიან პოზიტიურად უყურებენ.

გარდა ამისა, თითოეული მათგანი აღნიშნავს, რომ რეალურ ასაკთან შედარებით თავს 20-30 წლით უფრო ახალგაზრდად გრძნობს, რასაც მათი სამედიცინო კვლევებიც ადასტურებს.

საინტერესოა, რომ პენსიონერთა ჯგუფში არ იყო არც ერთი „ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი“, თუმცა ყველა მათგანი ძირითადად სახლში იკვებებოდა.

ამასთან, ხანდაზმულთა ნახევარზე მეტს არც ალკოჰოლზე და არც სიგარეტზე უარი არ უთქვამს.
დაბოლოს, 100 წლის ადამიანების ერთი მთავარი მახასიათებელი აღმოჩნდა ძლიერი ოჯახი.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ასაკოვან ადამიანებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში კარგი მოგონებები, გონებრივი აქტივობა და ცნობისმოყვარეობა ეხმარება.

კატეგორიები: რჩევები რჩევები

მსგავსი თემები