კომპანია Jetpack Aviation მფრინავ მოტოციკლეტებზე მუშაობას იწყებს და მსურველებს წინასწარი შეკვეთის გაკეთებაც შეუძლიათ.

სიახლეს Speeder ეწოდება და ეს იქნება ერთადგილიანი მოტო, რომელიც ოთხი რეაქტიული ძრავით იქნება აღჭურვილი. მოტოციკლეტი 4,5 მეტის სიმაღლეზე შეძლებს ასვლას და ამასთან 240 კმ/სთ-ის განვითარება შეეძლება. Speeder-ის ფრენის ხანგრძლივობა ერთ ჯერზე 10-22 წუთი იქნება. საინტერესოა, რომ მოტოციკლეტს 110 კგ-მდე წონის მგზავრის აწევა შეუძლია.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, დასაწყისისთვის ბაზარზე 20 მოდელი გამოვა და სავარაუდო ღირებულება 380 ათასი დოლარი იქნება. ხოლო, მათ ვისაც წინასწარი შეკვეთის გაკეთება სურთ, წინასწარ 10 ათასი დოლარის გადახდა მოუწევთ.

 

 

ტეგები: Jetpack Aviation