Youtube არხის What’s Inside? Family-ის ავტორებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, თუ რომელი „ტესლაა“ უფრო სწრაფი და ერთმანეთს 4 ელექტროქარი დაუპირისპირეს. სასტარტო ხაზზე ორიგინალური Roadster, Model S P100D, სედანი Model 3 Performance და კროსოვერი Model X P100D გამოვიდნენ.

Tesla Roadster აღჭურვილია ელექტროძრავით, რომელსაც 294 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს. პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3,7 წამში ავითარებს.

Model 3 Performance-ს ერთდროულად 2 ძრავი აქვს და ჯამში 456 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სუპერქარს 96კმ/სთ-მდე გასახურებლად 3,5 წამი სჭირდება.

რაც შეეხება Model S P100D-ის ტექნიკურ მახასიათებლებს – აგრეგატს 773 ცხენის ძალა აქვს. 0-დან 100 კმ-ს ელექტროქარი 2,6 წამში ავიათრებს.

და ბოლოს, კროსოვერი Model XP100D თავის კონკურენტებზე ცოტა უფრო ნელი აღმოჩნდა და იგივე სიჩქარის ასაკრეფად მას 3,1 წამი დასჭირდა.

ტეგები: tesla

მსგავსი თემები