LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო „იუვენტუსს“ ტოვებს?

157
104485046-2915874725205100-3778679677114019526-n

ევროპულ მედიაში უკვე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მას შემდეგ, რაც „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, კრისტიანო რონალდო გუნდის დატოვების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ზოგიერთი გამოცემა რონალდოს სახელს მის ყოფილ გუნდს, მადრიდის „რეალს“ უკავშირებს, დანარჩენების აზრით კი პორტუგალიელი ფრანგულ გიგანტს, „პსჟ“-ს შეუერთდება და ტიტულებისთვის უკვე ნეიმარსა და კილიან მბაპესთან ერთად იბრძოლებს. გავრცელებული ცნობების თანახმად კრისტიანო უკვე დაუკავშირდა თავის აგენტებს და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოების დაწყება დაავალა.

რონალდოს თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მედიასთან არ უსაუბრია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები