LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო კარანტინშია: კრიშტიანო იტალიაში არ დაბრუნდა, მის თანაგუნდელს კორონავირუსი დაუდგინდა

212
2562929-53157290-2560-1440

კრიშტიანო რონალდომ უარი თქვა ტურინში დაბრუნებაზე და დედამისთან დარჩა მშობლიურ მადეირაზე. მოგეხსენებათ, ფეხბურთელის დედამ ამ დღეებში ინსულტი გადაიტანა.

„ის დარჩა მადეირაზე და ელოდება როგორ განვითარდება ჯანმრთელობის მდგომარეობა“ – დააზუსტეს კლუბის პრეს-სამსახურში.

თუმცა რონალდოს პორტუგალიაში დარჩენის მიზეზი ალბათ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის დანიელე რუგანის კორონავირუსით ინფიცირებაცაა.

კრიშტიანო სამშობლოში 3 მარტს გაემგზავრა დედის სანახავად, იქ ცოტა ხანი დარჩა და ტურინში დაბრუნდა. თუმცა მას შემდეგ, რაც იტალიის ჩემპიონატის მატჩები შეჩერდა, რონალდო ისევ გაემგზავრა დედამისთან.

ამასობაში კი გაირკვა, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის დანიელე რუგანის ტესტი დადებითია. „იუვენტუსი“ უსაფრთხოების ყველა ზომას იღებს, აღწერს ყველას, ვისთანაც კონტაქტი ქონდა ფეხბურთელს.

კომენტარი თავად რუგანიმაც გააკეთა:

„ალბათ იცით სიახლე, ამიტომ მინდა ყველა დავამშვიდო, კარგად ვარ.
ვალდებული ვარ მადლობა ვუთხრა ყველა ექიმს, მედდებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რათა გაუმკლავდნენ ამ დაავადებას.
ყველას მოვუწოდებ დაიცვან უსაფრთხოების ზომები. მოდი გავაკეთოთ ეს საკუთარი თავისთვის, ახლობლებისთვის. მადლობა“, – დაწერა ფეხბურთელმა ინსტგრამზე.

25 წლის ფეხბურთელის დაინფიცირების ამბავი 11 მარტს გახდა ცნობილი. „იუვენტუსში“ აცხადებენ, რომ ინფექცია ჯერჯერობით უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები