LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მოედანზე სვაროვსკით მორთული ფეხსაცმლით გავიდა

98
2527634-52451390-2560-1440

ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ რონალდო „ნაიკის“ ფეხსაცმლით გავიდა, რომელიც სვაროვსკის კრისტალებით იყო მორთული.

„იუვენტუსის“ ვარსკვლავმა მადრიდში „ატლეტიკოსთან“ მერვედფინალური მატჩის წინ ცოტა „წაიმარიაჟა“ და ლიმიტირებული Nike Air Max 97 კოლექციით მოიწონა თავი (თუ ფეხი).

შეზღუდული პარტია გაყიდვაში გასულ დეკემბერს გამოვიდა და წყვილი 400 დოლარი ღირდა, მთელი ტირაჟი წამებში გაიყიდა.



აი თამაშის შემდეგ კი კრიშტი უხასიათოდ იქნებოდა, არც თავად გამოუჩენია თავი და მისმა „იუვემაც“ 0:2 წააგო. ახლა რთული საპასუხო მატჩი ელით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები