LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მსოფლიოს დაამხობს, ინგლისელები რეკორდებს ამყარებენ

97
Capture

კრიშტიანო რონალდომ 2019 წელს პორტუგალიის ნაკრებში 14 გოლი გაიტანა. ეს მისი რეკორდია.

რონალდომ ლუქსემბურგს გაუტანა და ნაკრებში 99 გოლი დაუგროვდა.

რონალდომ განაცხადა, რომ ეროვნულ ნაკრებში გოლების რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენი გახდება. ამჟამად პირველი ირანელი ალი დაეა 109 გოლით.

რონალდომ მოიწონა პოგბას „იუვენტუსში“ ტრანსფერი.

Don Balon: რონალდოს სურს „იუვენტუსში“ ბენზემა იხილოს.

„იუვენტუსი“ დონარუმათია დაინტერესებული.

საფრანგეთმა ოფიციალურ მატჩებში მე-200 გამარჯვება მოიპოვა.

გრიზმანმა ნაკრებში 30-ე გოლი გაიტანა. ზიდანამდე 1 გოლია, ანრიმდე – 21.

ინგლისმა 37 გოლი გაიტანა ევროშესარჩევის 8 მატჩში და ბელგიას გაუსწრო.

რეშფორდი „მანჩესტერის“ მე-7 მოთამაშეა, რომელმაც ინგლისის ნაკრებში 10 გოლი გაიტანა.

მაუნტი 59 წლის განმავლობაში „ჩელსის“ ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ნაკრებში გაიტანა.

ჰარი კეინი პირველი ინგლისელია, რომელმაც ევროს შესარჩევის ყველა მატჩში გაიტანა.

ბულგარეთმა 13 თვის განმავლობაში პირველად მოიგო.

დიეგო მარადონამ შესაძლოა „ხიმნასია“ დატოვოს.

აბიდალმა დაადასტურა, რომ მესისთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები მიდის.

„ბარსელონა“ და „რეალი“ შკრინიარით არიან დაინტერესებული (Corriere dello Sport).

„ბაიერნის“ წარმომადგენლები ინგლისში იმყოფებოდნენ. ისინი ალბათ სანეს ამბავზე იყვნენ.

გარეტ ბეილის აგენტი მოლაპარაკებებს მართავს „არსენალთან“ და „ტოტენჰემთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები