LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო პირველი სპორტსმენია, ვისით აღფრთოვანებული არიან: რითი შევიდა კრიშტიანო კიდევ ერთხელ ისტორიაში

78
ronnn

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო პირველია სპორტსმენებს შორის, ვისით ყველაზე მეტად არიან აღფრთოვანებული.

35 წლის რონალდო მე-6 ადგილზე აღმოჩნდა მამაკაცთა რეიტინგში. მას უსწრებენ აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბარაკ ობამა, Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი და მსახიობი ჯეკი ჩანი.

მე-11 გახდა “ბარსელონას” ფორვარდი და კრიშტიანოს მუდმივი მეტოქე ლიონელ მესი, რომელმაც რუსეთისა და აშშ-ს პრზიდენტებს, პუტინსა და ტრამპს გაასწრო.

სია შეადგინა YouGov-მა – ბრიტანეთის საერთაშორისო კომპანიამ, რომელიც მონაცემთა ანალიზს აკეთებს და ბაზარს იკვლევს. ამ შემთხვევაში კი 42 ქვეყნის 445 ათასი ადამიანი გამოკითხა.

 

ამასობაში რონალდო პირველია, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში 450 გოლი გაიტანა.
სერია ა-ს მეორე ტურში მან დუბლი შეასრულა “რომასთან” (2:2) და ერთხელაც შევიდა ისტორიაში. პორტუგალიელს ამისათვის დასჭირდა 554 მატჩი (55 – “იუვენტუსში” გაიტანა; 311 – “რეალში” და 84 “მანჩესტერში”).

მესის ჯერ 445 გოლი აქვს 485 მატჩში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები