LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო სინგაპურის AliExpress-ის რეკლამაში გადაიღეს – აბა შეაფასე (ვიდეო)

99
2656322-54948750-2560-1440

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი გამტანი კრიშტიანო რონალდო ონლაინ-შოპინგ Shopee-ის სინგაპურის პლატფორმის რეკლამაში გადაიღეს.

რგოლში ნახავთ როგორ ურტყამს რონალდო საფირმო სტილში ჯარიმას, მაგრამ აღნიშნავს, რომ გატანილი გოლის შემდეგ მაყურებელი მას კი არ უყურებს, არამედ სმარტფონის ეკრანებში იცქირებიან. მსაჯი კრიშტიანოს აჩვენებს ბარათს ბრენდის გამოსახულებით, რის შემდეგაც პორტგალიელი იღებს Shopee-ის ლოგოიან ტელეფონს და ცეკვავს.

წლევანდელი სერია ა 24 აგვისტოს იღებს სტარტს, „იუვენტუსს“ სტუმრად „პარმას“ ეთამაშება.

გასულ სეზონში „ბიანკონერი“ ჩემპიონი გახდა, რონალდომ კი 21 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები