„იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ წელს ინსტაგრამით ყველაზე მეტი ფული იშოვა.
La Gazzetta dello Sport-ს Buzz Bingo-ს ანალიტიკა მოყავს, რომელშიც ნათქვამია, რომ რონალდომ 44.1 მლნ ევრო ჩაიჯიბა 49 სარეკლამო პოსტისთვის 12 თვეში. გამოდის, რომ ერთი პოსტი 900 ათასი ევრო ღირს.
მეორე ადგილი ლეო მესიმ დაიკავა – 21.2 მლნ ევროს შემოსავალი. მას 36 კომერციული პოსტი ქონდა, თითოეულის ღირებულება 590 ათასი ევრო გამოვიდა.
დაწერე ორი სიტყვა და აიღე მილიონები.
რონალდოს ინსტაგრამზე პოსტისთვის ყველაზე მეტს უხდიან
მესამეზე გავიდა მოდელი კენდალ ჯენერი (14.4 მლნ ევრო).
ათეულში ასევე შევიდნენ დევიდ ბექჰემი და ნეიმარი: ინგლისელმა 10 მლნ ევრო იშოვა წელიწადში, ბრაზილიელმა – 6.5 მლნ.
იუვემ ინსტაგრამზე მანჩესტერს გაასწრო: წინ მარტო რეალი და ბარსაა