LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ფინალში რეალთან შეხვედრა მოუნდა, ნეიმარი ბარსას უჩივის – ამბები მოკლედ

72
Ronaldo-penalty-Juventus-Apr2018

„რეინჯერსის“ ფორვარდი მორელოსი 6 გოლით ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პრემიერლიგისა და ლა ლიგის ყველა კლუბი გავიდა ევროთასების პლეი-ოფში – 4-4 ჩემპიონთა ლიგაზე და 3-3 ევროპის ლიგაზე.

ანჩელოტი არ არის „არსენალის“ მწვრთნელობის კანდიდატებს შორის (ESPN).

Sky Sports: ანჩელოტიმ შესაძლოა „ევერტონი“ ჩაიბაროს.

ჯანი ინფანტინო: „7 მილიარდი ევრო იხარჯება ყოველწლიურად ტრანსფერებზე. სისტემა უფრო გამჭირვალე უნდა გახდეს“.

„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდო 74 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ტიაგო და ხავი მარტინესი ზაფხულში წავლენ „ბაიერნიდან“.

„სიტიმ“ 500 გოლი გაიტანა 199 მატჩში გვარდიოლას ხელმძღვანელობით.

The Times: გვარდიოლამ შესაძლოა სეზონის ბოლოს „სიტისთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს.

„ბარსელონამ“ 166.5 მილიონი ევრო იშოვა 2018/19 წლების ტელეტრანსლაციების რეალიზაციიდან. „რეალმა“ – 155.3 მლნ ევრო.

„ბარსელონამ“ კონტრაქტი შეთავაზა MLS-ის საუკეთესო ბომბარდირს, მექსიკელ კარლოს ველას.

ნეიმარმა ისევ შეიტანა სარჩელი „ბარსელონას“ წინააღმდეგ კონტრაქტის მიხედვით გადაუხდელობის გამო.

რონალდო: „მზად ვარ ახლავე მოვაწერო ხელი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალთან“ შეხვედრას“.

პსჟ შეეცდება მანე იყიდოს, თუ ნეიმარი ზაფხულში წავა.

სინიშა მიხაილოვიჩი ბოლონიის საპატიო მოქალაქე გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები