„იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო სპორტსმენების შორის ყველაზე მეტს იღებს ინსტაგრამზე რეკლამის გამო.
რეიტინგი Hooper HQ-მა გამოაქვეყნა. მისი მონაცემებით, 34 წლის პორტუგალიელი სარეკლამო პოსტისთვის 875 ათას ევროს იჯიბავს. მეორე ადგილზეა პსჟ-ს ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (648 ათასი), მესამეა ლეო მესი (581 ათასი).
სპორტის სხვა სახეობებს ათეულში წარმოადგენს: კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და კრიკეტის მოთამაშე ვირატ კოჰლი. მე-11-ზეა მებრძოლი შერეულ სტილში კონორ მაკგრეგორი, ჩოგბურთელი სერენა უილიამსი მე-16 ადგილზე აღმოჩნდა.
სიაში ასევე მოხვდნენ ფეხბურთელები დევიდ ბექჰემი, რონალდინიო, გარეთ ბეილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლუის სუარესი, მოჰამედ სალაჰი, ასევე სტეფ კარი (კალათბურთი), ფლოიდ მეივეზერი (კრივი), რონდა რუსი (შერეული ორთაბრძოლები).